კონტაქტები

საერთაშორისო ასოციაცია «სუვერენიტეტისთვის»

19 ივნისს საერთაშორისო ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრალურ ოფისში შედგა სამუსაო ჯგუფების შეხვედრა საერთაშორისო ასოციაციის „სუვერენიტეტისთვის“ საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით.ახალი ასოციაციის მიზანია სახელმწიფოების ნაციონალური იდენტიფიკაცია,რომელიც მიმართულია დესტრუქციული ნეოლიბერალური გლობალიზაციის წინააღმდეგ და ქმნის საფუძველს სამართლიანი,მრავალ პოლუსიანი მსოფლიო წყობილებისთვის,რაც თავის მხრივ აშშ-ს დიქტატურულ რეჟიმს შეცვლის,რომელიც ცნობილია როგორც PaxAmericana.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა,ასევე ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელმა საქართელოში გიორგი ირემაძემ,რომელმაც სკაიპით ღონისძიების წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

რუსეთის მხრიდან წარმოდგენილნი იყვნენ ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელები,საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა,ასევე რუსეთის ანტიგლობალური მოძრაობა.უნგრეთს წარმოადგენდა პარტია „იობიკი“ - პარტიის პრეზიდენტი გაბორ ვონა,საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი და უნგრეთის პარლამენტის დეპუტატი მარტონ დიონდოში,ევროპარლამენტის დეპუტატი ბელა კოვაჩი,რუსეთ-უნგრეთის ურთიერთკავშირის მდივანი ადრიენ სანისლო.სერბეთის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა სერბეთის ევრაზიული დიასპორის თავკაცი და სერბეთის მსოფლიო დიასპორის პარლამენტის წევრი დრაგან სტანოევიჩი.ხოლო ნავაფ იბრაგიმი წარმოადგენდა სირიის სტუდენტთა კავშირს რუსეთსა და დსთ-ში.ასევე შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო აშშ-ს მოქალაქემ ენდრიუ კორიბკომ.

ღონისძიება გახსნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელმა ლეონიდ სავინმა,რომელმაც ყველა მონაწილეს აქტიურობისათვის მადობა გადაუხადა და წინა მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა.

დამსწრეებს განსახილველად გადაეცათ წესდების პროექტი,რის შემდეგაც სავინმა შეხვედრის დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინატორმა,რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა ევგენი ფიოდოროვმა,რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა განაცხადა,რომ ამ შეკრებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს,რადგან მიზნად ისახავს აშშ-ს დიქტატიდან მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს გამოსვლას,რომელნიც სამართლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე დაბალანსებულ საერთაშორისო პოლიტიკას გაატარებენ.მან აღნიშნა, რომ ახალი ასოციაციის რეგისტრაციის შემდეგ ყველას სთავაზობს ჩატარდეს საერთაშორისო კონგრესი,რომლის მიზანი იქნება ეროვნული იდენტობის გაძლიერება.

გობორ ვონამ განაცხადა,რომ მისი პარტია ეროვნული იდენტობის ერთგულია და ეწინააღმდეგება ევროატლანტიზმს,რომელიც მხოლოდ აშშ-ს მხრიდან ევროპაზე გავლენის იარაღია და სხვა არაფერი.დრაგან სტანოევიჩმა კი თქვა,რომ სერბეთ-უნგრეთის არსებული უთანხმოების მიუხედავად,თანამშრომლობის დასაწყებად სერიოზული საფუძველი არსებობს და ახალი ორგანიზაციის ბაზაზე,სერბებს და უნგრელებს შეუძლიათ უფრო სწრაფი ტემპებით მიაღწიონ კონსტრუქციულ დიალოგსა და ურთიერთშეთანხმებას,ვიდრე ამას პოლიტიკოსები აკეთებენ.

ნავაფ იბრაგიმმა განაცხადა,რომ მისი ვიზიტის დროს არაბეთის ქვეყნებში იემენიდან ეგვიპტემდე,თითქმის ყველაგან შეინიშნებოდა რუსეთისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და მისი ახალი როლის აღიარება.იბრაგიმის თქმით იქ იმედით ელოდებიან ცვლილებებს,ყველაზე მეტად კი აშშ-ს გავლენის ლიკვიდაციას.

ენდრიუ კორიბკომ აღნიშნა,რომ მის ქვეყანაში საგარეო პოლიტიკას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს,რომელსაც თეთრი სახლი ატარებს და ამერიკელების 90% სირიის ომის წინააღმდეგი იყო,რომელმაც პროვოცირება გაუკეთა ბარაკ ობამას რეჟიმს.მას ასევე მიანიშნა კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებზე,რომელთა საქმიანობა სასარგებლო იქნება ახალი საერთაშორისო სტრუქტურისთვის.

ყველამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო ასოციაციის შექმნასთან დაკავშირბეით.მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორგანიზაციული კომიტეტის ფორმირებისთვის,მუშაობა ორგანიზაციის ლეგალიზებისთვის და პლანეტის ყველა კონტინენტიდან წევრთა მოზიდვისთვის.

საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების მსურველებმა დაუკავშირდით საერთაშორისო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელს საქართველოში გიორგი ირემაძეს.

კონტაქტები

საერთაშორისო ასოციაცია
«სუვერენიტეტისთვის»